კანონის ამოქმედებიდან დღემდე, გამონაბოლქვის გამო, 2600-მდე ავტომობილი დაჯარიმდა

როგორ მუშაობს ტექინსპექტირებისა და სატრანსპორტო რეგულაციები. ამის შესახებ კომერსანტის ეთერში ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ ისაუბრა.
გიორგი ჯაფარიძის თქმით, სექტემბრის თვიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ხილული გამონაბოლქვთან დაკავშირებით კანონი ამოქმედდა 2600-მდე ავტომობილია დაჯარიმებული. კონტროლი ამ ეტაპზე 10 ეკიპაჟის მიერ 4 დიდ ქალაქში ხორციელდება, თუმცა როგორც გიორგი ჯაფარიძე ამბობს, საჭიროა რომ კონტროლის ზონა გაფართოვდეს, დაემატოს ეკიპაჟები და მოხდეს სასჯელის უფრო მკაცრი აღსრულება.
„პირველ რიგში უნდა მოხდეს ეკიპაჟების მიერ სრული დაფარვა და თუ არ იქნება შედეგი, ჯარიმების გაზრდაზე შემდეგ შეიძლება საუბარი,“- აღნიშნა გიორგი ჯაფარიძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონი გავრცელდეს ყველაზე და შემოწმდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც და უცხონომრიანი სატვირთო მანქანებიც.

ასევე დაგაინტერესებთ