კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება

კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება, ვინაიდან ყველაფერი, რასაც საქართველოში რუსული ერქმევა იწვევს საზოგადო აღშფოთებას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით BBC-სთან ინტერვიუში.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტს რუსულს უწოდებენ. მისი თქმით, “ქართული ოცნების” დასავლური კურსი კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერითაც დასტურდება, ხოლო კანონპროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს, ამ კურსს ხელს ვერ შეუშლის.
“შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი ოპონენტები ამ კანონპროექტს რუსულს უწოდებენ. არ არსებობს არანაირი მსგავსება რუსულ კანონსა და ქართულ კანონპროექტს შორის.
ჩვენმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა კონსტიტუცია და ჩაწერა ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. ჩვენი კურსი გაცხადებულად დასავლურია და პროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს ვერ შეუშლის ხელს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი