კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ

კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ
მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპოზიციის რიგებიდან, დიდია მცდელობა, კონკრეტული ადამიანები უკვე დაშვებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გაემიჯნონ, მაგრამ გვიანია. კანონი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და პასუხი ყველას საკუთარი ქმედების შესაბამისად მოეთხოვება. კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, დესტრუქციული ძალები, არ შემდგარ დამხობამდე შეთანხმებულად, დამხობის ინიციატივით მოვიდნენ და ეს მიზანი მხოლოდ მას შემდეგ უარყვეს როცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს წინ დახვდა სახელმწიფო და კანონი.
„მთელი საარჩევნო პერიოდი ოპოზიცია ამომრჩეველთან პოლიტიკური საარჩევნო გზავნილების ნაცვლად ანტიკონსტიტუციური შინაარსის დაპირებებს გასცემდა- “3 ოქტომბერს გაიქცევა!” “4 ოქტომბერს ხელისუფლება დაემხობა!”
დღეს 5 ოქტომბერია, “ქართული ოცნება” გამარჯვებული პოლიტიკური ძალა და პოლიტიკურ ველზე უალტერნატივო მოთამაშეა. სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია, კანონი კანონობს, სიმშვიდეა. დესტრუქციული ოპოზიციისათვის გუშინდელი ღამე ჰარაკირი აღმოჩნდა.
ძალა რომელიც გადავიდა თვითგანადგურებაზე, პოლიტიკურად ანულირებულია და მისი აჩრდილიც ოპოზიციური ტელევიზიების მიერ მიწოდებულ ხელოვნურ სუნთქვაზეა დამოკიდებული.
მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპოზიციის რიგებიდან, დიდია მცდელობა, კონკრეტული ადამიანები უკვე დაშვებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გაემიჯნონ, მაგრამ გვიანია.კანონი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და პასუხი ყველას საკუთარი ქმედების შესაბამისად მოეთხოვება. კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ.
ეს ძალები არშემდგარ დამხობამდე შეთანხმებულად, დამხობის ინიციატივით მოვიდნენ და ეს მიზანი მხოლოდ მას შემდეგ უარყვეს როცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს წინ დახვდა სახელმწიფო და კანონი.“ – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმაში უშუალოდ პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობა, რადგან ისინი არიან ის ძირითადი ბირთვი, რომელთა მხრებზეც გადადის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა

ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე “ბალტიისჭირეთმა” ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც არსებითად ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო – და რა სარგებელი?