კანისარესი: კურტუა მსოფლიოში საუკეთესოა, ლუნინმა “რეალი” უნდა დატოვოს

“ვალენსიასა” და “რეალის” ყოფილმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა “ბლანკოსის” კარის დარაჯის ტიბო კურტუას შესახებ ისაუბრა.
კანისარესის თქმით, ამჟამად ბელგიელი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.
“ეჭვგარეშეა, რომ კურტუა მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა, ის “რეალის” ლეგენდაა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპულთან” გამარჯვების შემდეგ. თუმცა ტიბომ უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფორმაში დასაბრუნებლად დრო დასჭირდება.
ლუნინი? მან სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, თუმცა როცა კურტუა დაბრუნდება, არ ვფიქრობ, რომ უკრაინელი მას კონკურენციას გაუწევს.
ანდრეიმ საკუთარ მომავალზე უნდა იფიქროს, მას ბრწყინვალე მომავალი ელოდება და ნამდვილად უნიჭიერესი მეკარეა. ჯერჯერობით ლუნინი თავს ყველაფერს
ბრწყინვალედ ართმევს”, – განაცხადა კანისარესმა As-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, კურტუამ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ მყესის ტრავმა მიიღო, “რეალის” მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელიტის თქმით, ბელგიელ მეკარეს მოედანზე დაახლოებით 1 თვეში ვიხილავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში