კანიონებსა და მღვიმეებში შესვლის გადასახადი ძვირდება – როდიდან და რამდენით იზრდება ფასები

„სააგენტოს შემოსავლები, ერთი მხრივ, მიმართულია ბუნების დაცვის ღონისძიებებისკენ — ეკოსისტემების აღდგენა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მეორე მხრივ, აქტიურად ხორციელდება ეკოტურიზმის განვითარება, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი ტურისტული ობიექტების მოწყობა, რათა საქართველოს დაცული ტერიტორიები კიდევ უფრო მეტად უახლოვდებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ვიზიტორებს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შესთავაზოს.

ეკოტურიზმის განვითარება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საექსპლუატაციო ხარჯების ზრდასთან არის დაკავშირებული. სააგენტოს საქმიანობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, განხორციელდა ბილეთების ფასების განახლება

ამასთანავე, ვიზიტორთა ინტერესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ემატება „კომბო ბილეთები“, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი ბილეთის ფარგლებში, უფრო ეკონომიურად მოინახულონ სხვადასხვა ლოკაცია. აღნიშნული სიახლე გაამარტივებს მოგზაურობის დაგეგმვას და ერთიან ფასში რამდენიმე ტურისტული ობიექტის მონახულების შესაძლებლობას შექმნის“, – ვკითხულობთ უწყების ინფორმაციაში.

რაც შეეხება ბილეთის ფასებს, 1-ელი აპრილიდან ვიზიტორებს სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით ბილეთის ფასები 3-დან 20 ლარის ფარგლებში გაძვირებული დახვდებათ.

რა ეღირება მღვიმეებსა და კანიონებზე შესვლა?

მარტვილის კანიონები

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.5 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) – 16 ლარი;
  • უცხოელებისთვის – 40 ლარი;
  • სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი – 100 ლარი.

ოკაცეს კანიონი

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.5 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) – 16 ლარი;
  • უცხოელებისთვის 30 ლარი;
  • სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი – 100 ლარი.

ოკაცეს ჩანჩქერი

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.5 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) – 12 ლარი;
  • უცხოელებისთვის 20 ლარი;
  • სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი – 100 ლარი.

პრომეთეს მღვიმე

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.5 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) – 16 ლარი;
  • უცხოელებისთვის 40 ლარი;
  • ნავით გადაადგილება მღვიმეში რეზიდენტებისთვის – 14 ლარი;
  • ნავით გადაადგილება უცხოელებისთვის – 30 ლარი;
  • სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი – 100 ლარი.

სათაფლია

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • ბილეთი ქართველი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.5 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის (სრულწლოვნებისთვის) – 15 ლარი;
  • უცხოელებისთვის 30 ლარი;
  • სამოქალაქო ქორწილების გაფორმების ცერემონიალი – 100 ლარი;
  • „VIP მომსახურება“ – ვიზიტორთა შესვლას და ბილეთის ფასში შემავალი სერვისებით სარგებლობას სამუშაო საათების განმავლობაში მათთვის სასურველ დროს, პერსონალური, ინდივიდუალური გამყოლის თანხლებით, ცოცხალი რიგის გვერდის ავლით – 200 ლარი პლუს ბილეთი.

ნავენახევის მღვიმე

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
  • 6-დან 18 წლამდე საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 5.5 ლარი;
  • საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი პირებისთვის – 8 ლარი;
  • უცხოელებისთვის – 12 ლარი;
  • „VIP მომსახურება“ – ვიზიტორთა შესვლას და ბილეთის ფასში შემავალი სერვისებით სარგებლობას სამუშაო საათების განმავლობაში მათთვის სასურველ დროს, პერსონალური, ინდივიდუალური გამყოლის თანხლებით, ცოცხალი რიგის გვერდის ავლით – 200 ლარი პლუს ბილეთი.

კომბო ბილეთები

პრომეთეს მღვიმე + ნავენახევის მღვიმე

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 20 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 45 ლარი.

 

პრომეთეს მღვიმე + სათაფლიას მღვიმე + ნავენახევის მღვიმე

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 35 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 75 ლარი.

 

მარტვილის კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 22 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 50 ლარი.

 

მარტვილის კანიონი + ოკაცეს კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 38 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 80 ლარი.

 

ოკაცეს კანიონი + კინჩხის ჩანჩქერი

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 22 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 40 ლარი.

 

პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + ნავენახევი

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 35 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 85 ლარი.

 

პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი

  • საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის – 38 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 90 ლარი.

დღეს მოქმედი ფასები შეგიძლიათ იხილოთ აქ

წყარო