კანვასის შესახებ ყველაფერი ნათელია, ეს ორგანიზაცია იშიფრება, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, მიზნით ღიაა- რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება

„კანვასი – რევოლუციების ექსპორტ-იმპორტიორი ორგანიზაციაა!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი .
მისივე თქმით, კანვასი ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ღიაა – რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა და ამ პროცესში მისი საბრძოლო იარაღი ახალგაზრდებია.
„კანვასი – რევოლუციების ექსპორტ-იმპორტიორი ორგანიზაციაა!
ბელორუსია, ირანი და ვენესუელა ორგანიზაცია “კანვასს” რევოლუციების ექსპორტ-იმპორტში პირდაპირ ადანაშაულებს. თავის მხრივ “კანვასი” არ უარყოფს, რომ მისი საქმიანობა “არაძალადობრივ რევოლუციებს” უკავშირდება, თუმცა მის ექსპორტს სხვა ქვეყნიდან ადასტურებს.
2011 წელს ჰაკერების ჯგუფმა Anonymous-მა გატეხა ამერიკული სადაზვერვო სპეცსამსახურის Stratfor-ის კომპიუტერული ქსელი და “კანვასსა” და მათ შორის პირდაპირი კავშირის ამსახველი დოკუმენტაცია (მიმოწერა) WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა.
ამით კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა “კანვასის”, როგორც ორგანიზაციის მიზანსა და მისიას დაგეგმოს და აწარმოოს რევოლუციური პროცესები ამის დამკვეთ ქვეყნებში.
რომ იცოდეთ “კანვასი” ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში‼️
კანვასის შესახებ ყველაფერი ნათელია, ეს ორგანიზაცია იკითხება და იშიფრება, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ღიაა – რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა, ამ პროცესში კი მთავარი საბრძოლო იარაღი ახალგაზრდები არიან,“ – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად