კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, ჯო ბაიდენი ვადის დასრულებამდე პრეზიდენტის მოვალეობას შეეასრულებს

კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, ვადის დასრულებამდე პრეზიდენტის მოვალეობას შეეასრულებს
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ის მოუთმენლად ელის თავისი ვადის დასრულებას და უფრო ისტორიული შედეგების მიღწევას ამერიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა.
-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა. ბაიდენმა მხარი დაუჭირა ს „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.
„თუ ჯო ბაიდენი არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის. მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა“, – აღნიშნა მაიკ ჯონსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ