კანდიდატის სტატუსი | არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ესტონეთისა და ლიეტუვას საელჩოებს მიმართეს

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია გრძელდება – მესამე სექტორი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიმართავს და საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
იმისთვის, რომ ქვეყანამ დეკემბერში ოფიციალურად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მხარდაჭერის თხოვნით დღეს სა და ლიეტუვას საელჩოებს მიმართეს. კამპანია კი გუშინ საბერძნეთის დიპლომატიური უწყებისადმი მიმართვით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ