არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებს, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს სხდომაზე ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობით უნდა იქნას მიღებული. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციები ავსტრიის ელჩს შეხვდნენ და მიმართვა გადასცეს. დღის მეორე ნახევარში კი შეხვედრა უკვე დანიის ელჩთან გაიმართება.