კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იყო იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც ქვეყანამ 2012 წელს მიაღწია და რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ს განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იყო იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც ქვეყანამ 2012 წელს მიაღწია და რომელიც მოიტანა ს მმართველობამ, “ქართულმა ოცნებამ”.
როგორც პრემიერმა “ელჩების კონფერენცია 2023-ზე” განაცხადა, მუშაობა გრძელდება, რაც მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ქვეყნის განვითარების გზაზე.
“სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო ასოცირებაზე მუშაობა, გაფორმდა ხელშეკრულება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, უვიზო რეჟიმი. წარმოუდგენელი იყო, 2012 წლამდე ვინმეს ეფიქრა ამ შედეგზე. ამ ყველაფრის, დიდი სამუშაოს, ძალისხმევის დაგვირგვინება იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ყველამ ერთად მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ეს თავისით არ მოხდა, არ მოხდებოდა. ბუნებრივია, ეს იყო დამოკიდებული იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია 2012 წელს – დემოკრატიულ გარდატეხას და დიდ წინსვლას, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ და მთლიანად „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ. რა თქმა უნდა, ეს გზა გრძელდება, რომელიც მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, ახლა თქვა სრულიად საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო – რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა?

თეა წულუკიანი გახარიას – შს მინისტრი, რომელსაც ეგონა, რომ ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე, გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ 6 საგუშაგოს ჩადგმას, როდესაც თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი, რატომ არ გააგრძელეთ, თუ ეს კარგი ნაბიჯი იყო, საგუშაგოების ჩადგმა?