კანდიდატის სტატუსით მეტ უცხოელ ტურისტს და მეტ საერთაშორისო კონფერენციას მოვიზიდავთ – ჩეხერია

„საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ბევრი უცხოელი სტუმრის ჩამოსვლასა და მეტი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას უზრუნველყოფს,“- ამის შესახებ BMG-ს კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.
მისი თქმით, აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბიზნესს ევროპულ ბანკებთან და ევროპულ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შანსი გაუჩნდა.
„ვფიქრობ, ქვეყანაში მომსახურების ხარისხი გაიზრდება, რომელიც ამავდროულად სტანდარტების ზრდასაც უზრუნველყოფს. ეს კი, მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების ჩამოსვლას განაპირობებს. რადგან, მომხმარებლებმა იციან, რომ ევროკავშირში ჩასვლის შემთხვევაში მაღალი ხარისხის საკვები და მომსახურება დახვდებათ. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც ამ სტანდარტებს მალე მივაღწევთ,“- აცხადებს ჩეხერია.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის ცნობით, მიმდინარე წელი პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, იმისდა მიუხედავად, რომ ნაკლები ევროპელი სტუმრები ჰყავდათ.
მისივე ცნობით, მოლოდინია, რომ მიმდინარე წლის ზამთრის სეზონი ძალიან დატვირთული იქნება, რადგან წინ ბაკურიანში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატია, ასევე დატვირთული იქნება ყაზბეგიც და გუდაურიც.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიენიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა