კანადის საგარეო უწყება – ირანის რეჟიმმა საშინელი რეპრესიები უნდა შეწყვიტოს – კანადა მამაცი ირანელი ხალხის გვერდით დგას

კანადა მკაცრად გმობს ირანში მომიტინგეების მკვლელობების გაგრძელებას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, რეპრესიები შეწყვიტოს და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.
„ირანის რეჟიმმა საშინელი რეპრესიები და დაშინება უნდა შეწყვიტოს და პატივი სცეს საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებებს. კანადა მამაცი ირანელი ხალხის გვერდით დგას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. მსხვერპლის შესახებ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. უფლებადამცველი ჯგუფის – „ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტები ირანში“ – ინფორმაციით, არეულობის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის 490 მომიტინგე და უსაფრთხოების სამსახურის 48 თანამშრომელი. ამასთან, საპროტესტო აქციების დროს 10 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა