კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ისრაელის ახალი სახმელეთო შეტევა ღაზას ქალაქში საშინელებაა, ის აუარესებს ჰუმანიტარულ კრიზისს და საფრთხეს უქმნის მძევლების გათავისუფლებას

ისრაელის ახალი სახმელეთო შეტევა ღაზას ქალაქში საშინელებაა. ის აუარესებს ჰუმანიტარულ კრიზისს და საფრთხეს უქმნის მძევლების გათავისუფლებას, – ასე ეხმაურება კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაში დაწყებულ სახმელეთო შეტევას.
„ისრაელის მთავრობამ საერთაშორისო სამართალი უნდა დაიცვას“, – აღნიშნულია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ კანადა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ და მუდმივ შეწყვეტას, შეუზღუდავი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას და ყველა მძევლის გათავისუფლებას.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ღაზას აღების მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა