კანადის საგარეო ოცნებას: მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გამჭვირვალობა სამართალდამცავ პრაქტიკებთან

კანადა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული პროცესის უკუსვლით და მოუწოდებს ქართულ ოცნებას, უზრუნველყოს სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება სამართალდამცავ პრაქტიკებთან.ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ფორმულასთან წერილში საუბრობს.
“კანადა კვლავ შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის მედიის თავისუფლების მზარდი შეზღუდვითა და ადამიანის უფლებების არასაკმარისი დაცვით.

განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინების, მათ მიმართ ძალის გადამეტების, ასევე, თვითნებური დაპატიმრებებითა და ხანგრძლივი ადმინისტრაციული დაკავებებით, რაც შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს.

კანადის მთავრობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება სამართალდამცავ პრაქტიკებთან, მათ შორის მასის კონტროლის ზომებთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ,რომ ნებისმიერი ასეთი ქმედება შეესაბამებოდეს ძალის გამოყენებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებისა და სათანადო სასამართლო პროცესის პრინციპების შესაბამისად”- ნათქვამია კანადის საგარეოს წერილში.