კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ანანდის თქმით, უკრაინასთან და მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს.
„კანადა მხარს უჭერს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, მათ შორის მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს,“ – აღნიშნა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას ესაუბრა.
„ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის მიერ კანონის უზენაესობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს. აუცილებელია მუდმივად ყურადღება მივაქციოთ ამ გადაწყვეტილებების გავლენას ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოზე“, – აღნიშნა ანიტა ანანდმა.
მისი თქმით, ეს საკითხი აქტიურად განიხილება მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.




