კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, -მა და კანადამ სავაჭრო მოლაპარაკებები განაახლეს

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ -სთან სავაჭრო მოლაპარაკებები განახლდა მას შემდეგ, რაც კანადამ აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადასახადის დაწესების გეგმა გააუქმა.
მანამდე, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ სავაჭრო შეთანხმების მოლოდინში კანადა ციფრული მომსახურების გადასახადს აუქმებს, რომელიც დღეიდან უნდა ამოქმედებულიყო.
კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და კანადის პრემიერი მარკ კარნი მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ იმისთვის, რომ შეთანხმება 21 ივლისისთვის შედგეს.
ციფრული მომსახურების გადასახადი კომპანიებისთვის კანადელი მომხმარებლებისგან მიღებულ შემოსავალზე 3%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა და ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს დააზარალებდა, მათ შორის Amazon-ს, Google-ს, Meta-ს, Uber-სა და Airbnb-ს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად