კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ ტოვებს მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას.
ტრუდო ასევე აპირებს გადადგეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდანაც, როგორც კი მისი პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
ტრუდო პოლიტიკაში 2008 წელს მოვიდა, ხოლო კანადის პრემერ-მინისტრი 2015 წლიდან არის. მისი მამა ელიოტ ტრუდო ასევე იყო ამ ქვეყნის პრემიერი და ისიც გადადგა 40 წლის წინ.
‘ეს ქვეყანა იმსახურებს ნამდვილ არჩევანს შემდეგ არჩევნებზე და ჩემთვის ნათელი გახდა, რომ თუ მომიწევს შიდა ბრძოლების გამართვა, მე ვერ ვიქნები საუკეთესო გამოსავალი მომავალ არჩევნებში”, – განაცხადა ტრუდომ.
ცოტა ხნის წინ კანადის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა ტრუდოს მრავალწლიანმა პოლიტიკურმა მოკავშირემ და თანამოაზრე კრისტია ფრილანდმა.
CNN-ის თანახმად, ტრუდო ამ გადაწყვეტილებამდე არაერთმა პოლიტიკურმა კრიზისმა მიიყვანა, დაწყებული დონალდ ტრამპის მუქარით სავაჭრო ტარიფებზე, გაგრძელებული თანამოაზრეების გადადგომითა და ნეგატიური სოციოლოგიური გამოკითხვების შედგებით. კანადაში მთავარი არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და ამ კონფიგურაციით ტრუდოს პარტია დიდი ალბათობით წააგებდა ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიასთან, შესაბამისად არჩევნებამდე მას ისედაც მოუწევდა დიდი ალბათობით თანამდებობის დატოვება..
· კანადის პრემიერ-მინისტრი ირპენში ჩავიდა
· რუსეთმა ქვეყანაში შესვლა კანადის პრემიერ-მინისტრსაც აუკრძალა
· კანადა წყვეტს რუსეთიდან ნავთობის იმპორტს, უკრაინას იარაღით მოამარაგებს