კანადის პრემიერი – მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც არ ეთანხმება, ისევე როგორც რუსეთის დიქტატორის, პუტინის მოთხოვნები ვლადიმერ ზელენსკის შეცვლასთან დაკავშირებით

კანადას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამშვიდობო კონტიგენტში მონაწილეობის შესახებ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ Radio-Canada-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კანადის გადაწყვეტილება შეუერთდეს სამშვიდობო ძალისხმევას გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. კანადის პრემიერის განმარტებით, მისი ქვეყანა შეუერთდა „მსურველთა კოალიციას“, რომელსაც საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობენ ამ ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამასთან, მარკ კარნიმ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დადება, თუ მას თავად არ დაუჭერს მხარს.
„მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც უკრაინა არ ეთანხმება, ისევე როგორც რუსეთის დიქტატორის, პუტინის მოთხოვნები პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ ზელენსკის შეცვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კანადის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება