კანადის ახალი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინის მშვიდობის გზები განიხილა.
„ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ სტარმერს, პრეზიდენტ ზელენსკის და ბევრ ჩვენს უახლოეს მოკავშირეს, რათა განგვეხილა უკრაინის გზა მშვიდობისკენ. კანადა მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინადადებას. ახლა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები. დროა, რუსეთი კეთილსინდისიერად მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. “დიდი შვიდეულის“ მიერ შარლევუაში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, გავამკაცრებთ სანქციების მონიტორინგს“, – წერს კანადის პრემიერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, კანადა უკრაინის მტკიცე მოკავშირეა და უზრუნველყოფს, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად როგორც ახლა, ასევე მომავალში.
