კანადის მიერ შეძენილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინას გადაეცემა

კანადის მიერ შეძენილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა პოლონეთშია და მალე უკრაინას გადაეცემა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კანადის თავდაცვის მინისტრზე, ბილ ბლერზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ბლერმა ოტავაში განაცხადა, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს აცნობა, რომ NASAMS-ი უკრაინაში მალე ჩავა.
„ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ამერიკელებთან და მწარმოებელ Raytheon-თან ამ სისტემის აწყობაზე და მის მიწოდებაზე. ის ახლა პოლონეთშია და მალე საზღვარზე უნდა გადაიტანონ“, – აღნიშნა ბლერმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კანადის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი უკრაინის მხარდასაჭერად 763 მილიონი კანადური დოლარის (545 მილიონ დოლარზე მეტი) გამოყოფას ითვალისწინებს.
ამასთან, კანადა მხარს უჭერს უკრაინისთვის ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის განხორციელების უფლების მინიჭებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე