კანადის მთავრობა თავდაცვის ხარჯებს ზრდის

კანადა მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის ხარჯებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
თავდაცვის პოლიტიკის განახლებულ დოკუმენტში კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მთავრობა აცხადებს, რომ არქტიკის დაცვა, ისევე როგორც სა და ჩინეთის უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება, ნიშნავს, რომ ოტავას სჭირდება თავდაცვის გაძლიერება.
კანადის მთავრობის შეფასებით, ახალი პოლიტიკა 2029-2030 წლებისთვის სამხედრო ხარჯების მშპ-ის 1,76 პროცენტამდე გაზრდის.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს ჯერ კიდევ არ არის ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის დასახული მიზანი, რაც ორ პროცენტს შეადგენს, თუმცა ამჟამად კანადის სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 1,4 პროცენტს მოიცავს.
„ეს არის თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა და დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს მცდელობებში, მივაღწიოთ მშპ-ის ორ პროცენტს, როგორც ამაზე ნატო-ს წევრები შეთანხმდნენ 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე“, – ნათქვამია კანადის მთავრობის განცხადებაში.
ამასთან, ახალი თავდაცვითი პოლიტიკა მოიცავს კანადის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი აღჭურვილობის მიწოდებას, როგორიცაა შორ მანძილზე მოქმედი დისტანციური სათვალთვალო თვითმფრინავები, რაკეტები, უპილოტო მრავალფუნქციური ვერტმფრენები, საჰაერო თავდაცვის სისტემები კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და ახალი წყალქვეშა ნავები.
როგორც „როიტერი“ წერს, ამ გადაწყვეტილებას მიესალმა , რომელიც წლების განმავლობაში ახდენდა ზეწოლას კანადაზე, თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად.