კანადის მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებებს განაახლებს

კანადის მთავრობა აცხადებს, რომ -თან სავაჭრო მოლაპარაკებებს განაახლებს. ეს კი მას შემდეგ ხდება, რაც კანადამ ციფრული მომსახურებების გადასახადი გააუქმა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა ამ შეთანხმების მისაღწევად იმდენ დროს დახარჯავს, რამდენიც საჭირო იქნება, თუმცა არა – მეტს. ამ მოლაპარაკებების მხარდასაჭერად ფინანსთა მინისტრმა, ფრანსუა-ფილიპ შამპანმა გააუქმა ციფრული მომსახურებების გადასახადი, ვიდრე აშშ-თან ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევენ.
მარკ კარნი და აშშ-ის პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ მხარეები განაახლებენ მოლაპარაკებებს 21 ივლისამდე შეთანხმების მისაღწევად.
ეს გადასახადი 2020 წელს დაწესდა იმის გამო დაწესდა, რომ კანადაში მომუშავე მსხვილი ტექკომპანიები კანადელებისგან მიღებული შემოსავლების შესაბამის გადასახადს არ იხდიდნენ.