კანადის მთავრობა აპირებს, გადააფასოს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან

კანადის მთავრობა ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ამბობს, რომ აპირებს, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა გადააფასოს.
„როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და მხარდამჭერი, კანადა მხედველობაში იღებს ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, მაგრამ შეშფოთებულია ამომრჩეველთა დაშინებით და მოსყიდვით, ასევე სხვა დარღვევებით არჩევნების დღეს, რომლებზეც ეუთო/ოდირი და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები იუწყებიან. ეს გამოძიებული უნდა იყოს.
დიდ შვიდეულთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ამ არჩევნების შედეგებისა და ჩატარების ხასიათის გათვალისწინებით, გადავაფასებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან. კანადა ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მანამ სანამ საქართველოს მთავრობა პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და რეაგირებას მოახდენს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე.
მოვუწოდებთ ყველა მხარესა და ხელისუფლებას, მშვიდობიანი პროტესტის კონტექსტში, პატივი სცენ ადამიანთა უფლებებს და უსაფრთხოებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება