კანადის თავდაცვის მინისტრი – მზად ვართ, უკრაინაში ჯარისკაცები გავგზავნოთ უკრაინული ჯარების გასაწვრთნელად

კანადის თავდაცვის მინისტრის, ბილ ბლერის განცხადებით, კანადა მზადაა, გაგზავნოს შეზღუდული რაოდენობის სამხედრო პერსონალი ში უკრაინული ჯარების გასაწვრთნელად.
Star-თან ინტერვიუში ბლერმა განაცხადა, რომ ეს იდეა უკრაინის საკითხზე პარიზში ორშაბათს გამართულ სამიტზეც განიხილეს.
„ეს უნდა გაკეთდეს საკმაოდ ფრთხილად და შეზღუდულად, წვრთნების ჩატარების შესაძლებლობებით. არ მსურს, რომ კანადის ძალების პირადი შემადგენლობა განთავსდეს საბრძოლო ოპერაციების მახლობლად, რაც შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენს თავზე ვიღებთ საბრძოლო როლის რომელიმე კომპონენტს“, – კანადის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, კანადელი სამხედრო მოსამსახურეების მცირე რაოდენობა უკვე იმყოფება უკრაინაში – ისინი იცავენ დიპლომატიურ პერსონალს, ხოლო სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ ისინი უკრაინელ ჯარისკაცებს ამზადებდნენ ოპერაცია UNIFIER ფარგლებში, თუმცა 2022 წელს მისია სხვა ქვეყნებში გადავიდა.