კანადის ერთერთი პროვინციის – ონტარიოს პრემიერი: თუ ტრამპი ესკალაციას გააგრძელებს, კანადამ შეიძლება სრულად შეწყვიტოს ამერიკისთვის ელექტროენერგიის მიწოდება

კანადის ერთერთი პროვინციის – ონტარიოს პრემიერმა, დაგ ფორდმა გამოაცხადა ახალი დადგენილება, რომლის თანახმადაც ამერიკულ ალკოჰოლს ონტარიოს მაღაზიებიდან გაიტანენ, ასევე დამატებით 25%-იანი გადასახადი დაწესდება კანადურ ელექტროენერგიაზე ამერიკისთვის.
კანადური ელექტროენერგიით მარაგდება ამერიკაში 1.5 მილიონამდე სახლი მინესოტაში, მიჩიგანსა და ნიუ-იორკში.
ფორდი ასევე განიხილავს, რომ
თუ ტრამპი ესკალაციას გააგრძელებს, კანადამ შეიძლება სრულად შეწყვიტოს ამერიკისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ