კანადის განცხადება, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს, მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს – დონალდ ტრამპი

კანადამ ახლახან გამოაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს – ეს მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, Truth Social-ზე წერს.
„კანადამ ახლახან გამოაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს. ეს მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს. ოჰ, კანადა!!!“, – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კერნიმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.
„ადგილზე არსებული რეალობა, მათ შორის ღაზაში მოსახლეობის შიმშილი, ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ფაქტობრივად ქრება, ამიტომაც მოქმედება ახლაა საჭირო. კანადა გმობს იმ ფაქტს, რომ ს მთავრობამ ღაზაში კატასტროფის გაგრძელება დაუშვა“, – განაცხადა მარკ კერნიმ.
ipn.ge