კანადის ახალი პრემიერ–მინისტრი მარკ კარნი გახდება

კანადის ახალი პრემიერ–მინისტრი მარკ კარნი გახდება
კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერის არჩევნებში მარკ კარნიმ გაიმარჯვა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის.
კანადისა და ინგლისის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მმართველმა, მარკ კარნიმ ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში სამი მეტოქე დაამარცხა და ხმების 85.9% მოიპოვა.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კარნიმ თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი -ის პრეზიდენტის, ს კრიტიკას დაუთმო და აღნიშნა, რომ კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი.
კარნიმ პირობა დადო, რომ ტრამპთან სავაჭრო ომს მოიგებს.
„ვაჭრობაში, ისევე როგორც ჰოკეიში, კანადა გაიმარჯვებს“, – განაცხადა კარნიმ.
კარნი პრემიერ-მინისტრის ფიცს დადებს უახლოეს დღეებში, ჯასტინ ტრუდოს ოფიციალურად გადადგომის შემდეგ. ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლა იანვარში დაიწყო მას შემდეგ, რაც თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ჯასტინ ტრუდომ თანამდებობა დატოვა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

პუტინმა ბრაზილიაში BRICS-ის სამიტზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის გამო, ვიდეოზარით ისაუბრა და განაცხადა, რომ “ლიბერალური გლობალიზაციის მოდელი მოძველებულია” – Reuters