კანადის ახალი პრემიერი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდა

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჩვენ ორივე მხარს ვუჭერთ მხარს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, ეს გამოიხატება უკრაინისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერით“, – განაცხადა კარნიმ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი და კანადა „მშვიდობის ძალები“ არიან და უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებენ. მისი თქმით, ომის დაწყებიდან მოყოლებული კანადა უკრაინისა და ევროპის გვერდით დგას.
მარკ კარნი საფრანგეთის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახუშტი მენაბდე – უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი – ორბანმა საარჩევნო სისტემა ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა