კანადა უკრაინას 800-ზე მეტ დრონს გადასცემს

კანადა გაზაფხულისთვის ში ასობით თანამედროვე საბრძოლო დრონს გაგზავნას, – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა უკრაინისთვის 800-ზე მეტი SkyRanger R70 ტიპის დრონის გადასაცემად 95 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.
ბლერის განმარტებით, კანადური წარმოების ეს დრონები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში დრონების ამ კლასში.
“მათ შეუძლიათ 3.5 კგ-მდე წონის სხვადასხვა ტვირთის, მათ შორის საბრძოლო მასალის, გადაზიდვა. ეს დრონები დაეხმარება უკრაინელებს ფრონტის ხაზზე სწრაფად, ზუსტად და ეფექტურად ამოიცნონ სამიზნეები. ველით, რომ პირველ სისტემებს უკრაინის შეიარაღებულ ძალები ამ გაზაფხულზე მიიღებენ. ისინი ჩქარობენ – და ჩვენც”, – განმარტა მინისტრმა.
მისი თქმით, დრონის მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ასევე მოიცავს სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და ტექნიკურ მომსახურებას.