კანადა უკრაინას 700 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დრონებს, საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას გადასცემს

სექტემბერში კანადის დახმარების პაკეტიდან, რომლის ღირებულება 1 მილიარდ კანადურ დოლარს (700 მილიონ დოლარზე მეტი) აღემატება, დრონებს, საბრძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას მიიღებს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ კიევში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„სიამაყით ვაცხადებ, რომ ამ თანხიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყენებული იქნება თქვენი იარაღის არსენალის გასაძლიერებლად დრონების, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებით, რომელიც უკვე მომავალ თვეში ჩამოვა“, – აღნიშნა კარნიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, კანადა ათობით მილიონ დოლარს გამოყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, თავშესაფრებისთვის, ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისა და კიბერთავდაცვისთვის.
კარნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის საიმედო მოკავშირედ დარჩება როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ომისშემდგომ აღმშენებლობაში.
„პუტინის შეჩერება შესაძლებელია. რუსეთის ეკონომიკა სუსტდება. ის სულ უფრო იზოლირებული ხდება. ამასობაში, ჩვენი კავშირი უფრო ძლიერი, უფრო მტკიცე და ერთიანი ხდება“, – აღნიშნა კარნიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი