კანადა უკრაინას $47 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

კანადა ს 47 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას გამოცემა Reuters კანადის თავდაცვის მინისტრზე, ბილ ბლერზე დაყრდნობით ავრცელებს.
“კანადა გააკეთებს ყველაფერს, რომ დაეხმაროს უკრაინას გამარჯვებაში”. – თქვა ბლერმა.
სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ მიმდინარე წლის ივლისში პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ილაპარაკა.
გამოყოფილი თანხა უკრაინელი სამხედროების გადამზადებას და გაწვრთნას მოხმარდება.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ კანადა უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემას და ავიაგამანადგურებლების მფრინავების წვრთნას გეგმავს.
გარდა ამისა, ახლო წარსულში კანადამ და საფრანგეთმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ს კიბერშეტევებისგან უკრაინის დაცვას გულისხმობს.
წყარო: ტაბულა