კანადა უკრაინას $38 მლნ-იან დახმარების პაკეტს გამოუყოფს

კანადა ს 52.4 მლნ კანადური დოლარის (38 მლნ დოლარი) დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
პაკეტის უდიდესი ნაწილი – 20 მლნ კანადური დოლარი (დაახლოებით 14.5 მლნ აშშ დოლარი) მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც ბოლო თვეებში, ს თავდასხმების შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა, 15.4 მლნ კანადური დოლარი (დაახლოებით 11.2 მლნ აშშ დოლარი) – უკრაინაში რეფორმების მხარდაჭერას, 15.4 მლნ კანადური დოლარი (დაახლოებით 10.8 მლნ აშშ დოლარი) – ჰუმანიტარულ მიზნებს.
გარდა ამისა, 2 მლნ კანადური დოლარი (1.45 მლნ აშშ დოლარი), ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დახმარებით, უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხო მუშაობის მხარდაჭერისთვის დაიხარჯება.

ასევე დაგაინტერესებთ