კანადა უკრაინას დამატებით 46 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

კანადა ს დამატებით 46 მილიონ დოლარს F-16-ების ტექნიკური მომსახურებისთვის გამოუყოფს. აცხადებს კანადის თავდაცვის მინისტრი ბილ ბლერი.

„კანადა 46 მილიონი აშშ დოლარის კონტრიბუციას შეიტანს უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობების აღმშენებლობის კოალიციაში“, – აცხადებს ბლერი.

ამასთან, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა ს F-16 თვითმფრინავების ფლოტის შენარჩუნებას, ასევე სათადარიგო ნაწილების და საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდება.

ინფორმაციისთვის, გასულ თვეში კანადამ უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად ინსტრუქტორები გაგზავნა.

14 თებერვალს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-19 შეხვედრა გაიმართა.