კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
მისივე განმარტებით, კანადა მხარს უჭერდა ორი სახელმწიფოს პრინციპს, როგორც მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ სამშვიდობო პროცესს, თუმცა ეს მიდგომა აღარ არის გამართლებული.
„ადგილზე არსებული რეალობა, მათ შორის ღაზაში მოსახლეობის შიმშილი, ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ფაქტობრივად ქრება, ამიტომაც მოქმედება ახლაა საჭირო. კანადა გმობს იმ ფაქტს, რომ ისრაელის მთავრობამ ღაზაში კატასტროფის გაგრძელება დაუშვა“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში აპირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს