კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს – დონალდ ტრამპი ჯასტინ ტრუდოს ეხუმრა საბაჟო ტარიფების განხილვისას

დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას იხუმრა, რომ კანადა -ის 51-ე შტატი უნდა გახდეს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
როგორც მედია წერს, და ჯასტინ ტრუდო ერთმანეთს ფლორიდაში შეხვდნენ, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ ჩავიდა, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა კანადიდან შესული საქონლისთვის საბაჟო გადასახადების გაზრდის შესახებ გააკეთა განცხადებები.
ტრუდომ აღნიშნა, რომ მსგავსი საბაჟო ტარიფები კანადის ეკონომიკას დააზარალებს, რა დროსაც ტრამპმა იხუმრა, რომ თუ ასეა, შესაძლოა, კანადა აშშ-ს 51-ე შტატად შეუერთდეს.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შეტანილ საქონელზე. ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე „დანაშაულსა და ნარკოტიკების“ შემოდინებაზე.
წყარო: 1 არხი