კანადაში უცხოელებისთვის საცხოვრებლის ყიდვის აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა – Bloomberg

კანადაში უცხოელებისთვის საცხოვრებლის ყიდვის აკრძალვა კიდევ 2 წლით, 2027 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
აკრძალვა 2022 წელს შემოიღეს, შეზღუდვები 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა დასრულებულიყო.
კანადის ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი დარწმუნებულია, რომ აკრძალვის გახანგრძლივება მიუთითებს იმაზე, რომ ‘კანადაში სახლები კანადის ოჯახებისთვის არის საცხოვრებლად და არა სასპეკულაციოდ“.
გამონაკლისს წარმოადგენენ ის უცხოელები, რომლებიც ყიდულობენ მიწას ან საცხოვრებელს მშენებლობის მიზნით. შეზღუდვა არ ეხება ასევე იმ უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ კანადაში მუშაობის უფლება და რჩებიან ქვეყანაში დიდი ხნით.
მინისტრის თქმით, უძრავი ქონების ბაზრის აღდგენის ნიშნების მიუხედავად, ტორონტოსა და ვანკუვერში სახლების ფასები „შემაშფოთებელია”. უძრავი ქონების ფასი კანადის დიდ ქალაქებში დაახლოებით 730,000 კანადური დოლარია (542,000 დოლარი), რაც 36%-ით მეტია, ვიდრე 5 წლის წინ იყო.