კანადაში ვადამდელი დაინიშნა

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ გამოაცხადა, რომ 28 აპრილს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო ჩატარდება.
მარკ კარნი კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარედ 9 მარტს აირჩიეს, რის შედეგადაც მან პრემიერ-მინისტროს თანამდებობაზე შეცვალა ჯასტინ ტრუდო.
23 მარტს, ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილების გამოცხადებისას კარნიმ თქვა, რომ მას კანადელების ძლიერი, პოზიტიური მანდატი სჭირდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კანადის უსაფრთხოებისთვის გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო. როგორც BBC წერს, მარკ კარნი გულისხმობდა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომს და ანექსიის მცდელობას.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა -ის შემადგენლობაში უნდა იყოს და წინა პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო არაერთხელ მოიხსენია „გუბერნატორად“. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეცვალოს 25%-იანი საბაჟო გადასახადებით.
კანადაში მორიგი არჩევნები 2025 წლის 20 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს არჩევნების ვადაზე ადრე ჩასატარებლად გენერალ-გუბერნატორს მიმართოს პარლამენტის დასათხოვად.
კანადის ლიბერალური პარტია ხელისუფლების სათავეშია 2015 წლიდან. ბოლო ხანს მისი რეიტინგი შემცირებული იყო, თუმცა, ტრამპის პოლიტიკამ კანადელების განწყობა შეცვალა და ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, ლიბერალური პარტია აღარ ჩამორჩება მთავარ ოპოზიციურ ძალას, კონსერვატიულ პარტიას.
კანადის სამაუწყებლო კორპორაცია CBC-ის ინფორმაციით, თუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს კანადელი კონსერვატორების რეიტინგი 44,8% იყო, ხოლო ლიბერალების – 21,9%, ამჟამად ლიბერალური პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებელი 37,5%-ია, ხოლო კონსერვატიული პარტიის – 37,1%.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე