კანადამ უარი თქვა 98 წლის ესესის ვეტერანის იაროსლავ ჰუნკას რუსეთში ექსტრადიციაზე

კანადის ხელისუფლებამ უარი თქვა 98 წლის ესესის ვეტერანის იაროსლავ ჰუნკას რუსეთში ექსტრადიციაზე. მოსკოვმა მას დაუსწრებლად წაუყენა გენოციდის ბრალდება. როგორც ს ელჩმა ოლეგ სტეპანოვმა განაცხადა, ოტავამ გადაწყვეტილება რუსეთსა და კანადას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების არარსებობით ახსნა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ეჭვობს, რომ ჰუნკა მონაწილეობდა 1944 წლის თებერვალში დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე, სოფელ გუტა პენიაცსკაიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში. ელჩმა სტეპანოვმა ვეტერანის ექსტრადიციაზე უარის თქმას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და თქვა, რომ რუსეთი გააგრძელებს ჰუნკას ექსტრადიციის მოთხოვნას, რასაც ელჩმა “პრინციპული საკითხი” უწოდა.
ჰუნკა ცნობილი გახდა 2023 წლის სექტემბერში, როდესაც ის კანადის პარლამენტში მყოფ უკრაინის პრეზიდენტ, ს წარუდგინეს. კანადის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ენტონი როტამ კანადელს უწოდა მეორე მსოფლიო ომის უკრაინელი გმირი, “რომელიც მაშინ იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის რუსი აგრესორებისგან და ახლაც აგრძელებს სამხედროების მხარდაჭერას.”
ამ ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ, კანადის თემთა პალატის სპიკერმა ენტონი როტამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ დამატებითი ინფორმაცია გვიან შეიტყო. როტამ ისიც თქვა, რომ ჰუნკას მიწვევა პირადად გადაწყვიტა და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ არც დეპუტატებმა და არც უკრაინის დელეგაციამ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრუდომ მომხდარს უწოდა პარლამენტის და ყველა კანადელის სირცხვილი, მისი კაბინეტის ზოგიერთმა წევრმა კი როტას გადადგომისკენ მოუწოდა, რაც კანადის თემთა პალატის ლიდერმა მიიღო და თანამდებობა დატოვა.
კანადის პარლამენტში იაროსლავ ჰუნკას მიწვევა და მისთვის ოვაციების მოწყობა დაგმეს ებრაულმა ორგანიზაციებმა. მათ შემაშფოთებელი უწოდეს ებრაელთა გენოციდში მონაწილე დივიზიის წევრისთვის პატივის მიგებას.

ინციდენტის გამო კანადისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს პოლონეთშიც. ვარშავაში განაცხადეს, რომ SS-ის მიერ შექმნილი ნაცისტური დივიზია „გალიცია“ პასუხისმგებელია ათასობით ებრაელის და პოლონელის მკვლელობაზე. კანადის პარლამენტში მომხდარი ფაქტი პროპაგანდისტული რეპორტაჟებისთვის გამოიყენა კრემლის მიერ კონტროლირებულმა რუსულმა მედიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება