კანადის გენერალურმა პროკურორმა რუსული ავიაკომპანია „ვოლგა-დნეპრის“ კუთვნილი AN-124 Ruslan-ის თვითმფრინავის კონფისკაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ კანადური ვებგვერდი INsauga.com წერს.
საქმე ონტარიოს უზენაეს სასამართლოში განიხილება. 2025 წლის 18 მარტს კანადის გენერალურმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა განაცხადის შესახებ შეტყობინების მოთხოვნით.
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს ინტერესი ან უფლება ჩამორთმეულ ქონებაზე, აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ და სასამართლო წარმოებაში, იუწყება გამოცემა.
რუსული ავიაკომპანია „ვოლგა-დნეპრის“ სატვირთო თვითმფრინავი AN-124 „რუსლანი“ ტორონტო-პირსონის აეროპორტში იმყოფება. მას არ შეუძლია გამგზავრება მას შემდეგ, რაც კანადამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
2023 წლის ივნისში თვითმფრინავის ჩამორთმევის შემდეგ, კანადის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი უკრაინას გადაეცემოდა.
ცნობისთვის, კანადის მთავრობის მოთხოვნით, „ანტონოვის“ სს-ს სპეციალისტებმა რუსული თვითმფრინავი შეამოწმეს და დაადგინეს, რომ ის იდეალურ მდგომარეობაში იყო.
