კანადამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

კანადამ გააფართოვა რუსეთთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. შეზღუდვები, რომელთა დაწესება ემთხვევა ზე ს თავდასხმის მეორე წლისთავს, შეეხო 153 ბიზნესსა და 10 მოქალაქეს.
კანადის მიერ შემოღებული სანქციები ეხება სადაზღვევო კომპანიებს AlfaStrakhovanie და RESO-Garantia-ს, სანკტ-პეტერბურგის ბანკს, Ilyushin-ის საავიაციო კომპლექსს, Almaz-Antey-ს კონცერნს, Patriot-ის სამხედრო-პატრიოტულ პარკს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რიგ სტრუქტურებს.
სანქციების ქვეშ მყოფ პირებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იგორ ლევიტინი, RESO-Garantiya-ს მფლობელები, სერგეი და ნიკოლაი სარქისოვები და Voentorg-ის ხელმძღვანელი ვლადიმირ პავლოვი.
23 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ახალი სანქციები 500-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა.
სანქციები, დიდწილად, მიმართულია Мир-ის საგადასახადო სისტემის, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების, ენერგიის წარმოების შესაძლებლობების და სამხედრო-ინდუსტრიული ბაზის შესუსტებისკენ, ასევე რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ.
გარდა კანადისა და -სა, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში შეჭრიდან 2 წლისთავისთვის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციების პაკეტი ეხება 50-ზე მეტ პირსა და კომპანიას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს ომის წარმოებაში.