კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

კანადამ რუსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დეზინფორმაციასა და პროპაგანდისტულ ოპერაციებში არიან ჩართულები სანქციები გამოაცხადა, – ინფორმაციას მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასანქციო სია ასევე მოიცავს ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთს, ომის მცდელობების მხარდასაჭერად, ძირითად ტექნოლოგიას და ელექტრო კომპონენტებს აწვდიან.
გარდა ამისა, სანქციების სამიზნეს წარმოადგენს ის ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში არიან ჩართულები. „გამოცხადებული ზომები უკრაინისადმი კანადის გრძელვადიან მხარდაჭერას შეესაბამება და მიზნად ისახავს, შეაფერხოს რუსეთის შესაძლებლობა, აწარმოოს უკანონო ომი“, -აღნიშნულია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა