კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა

კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა, – იუწყება Reuters-ი.

საქმე ეხება მოწყობილობას, რომელსაც ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს შორის მაკავშირებელი რგოლის ფუნქცია აქვს. მოწყობილობა განკუთვნილია პარალიზებული ადამიანებისთვის.

ჩიპის მეშვეობით ისინი შეძლებენ აკონტროლონ ციფრული მოწყობილობები აზრის მეშვეობით. კომპანიაში თვლიან, რომ ასეთი მოწყობილობები ბევრად გააუმჯობესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრებას.

ოპერაციები ჩატარდება ტორონტოს University Health Network-ში. -ში Neuralink-მა ტვინში ჩიპები ორ პაციენტს წარმატებით ჩაუსვა.

Neuralink-ი ილონ მასკმა 2016 წელს ინჟინრებთან ერთად შექმნა.
წყარო: იმედინიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა