კანადამ ბელარუსს სანქციები დაუწესა

კანადამ ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, კანადამ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მორიგი რაუნდი 2020 წლის საპრეზიდენტო ს შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების გაგრძელების გამო გამოაცხადა.
სანქციების სამიზნე ბელარუსის მთავრობის 21 ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსანია, მათ შორის უშიშროების ძალების წევრები, პროკურორები და სასამართლო სისტემის წევრები.
„ეს პირები ბელარუსის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ, თვითნებურ დაპატიმრებებში, სისასტიკეში, დაშინებასა და ძალის გადამეტებულ გამოყენებაში მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს

გერმანიის საელჩო – იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში