კამჩატკაზე ჩამოვარდნილ რუსულ ვერტმფრენში ყველა ადამიანი დაიღუპა

კამჩატკაში გაუჩინარებული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, წინასწარი შეფასებით, დაღუპულია, ამ დროისთვის უკვე ნაპოვნია 17 ცხედარი, – ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავიაკატასტროფის მიზეზად, სავარაუდოდ, უამინდობა და ცუდი ხილვადობა სახელდება.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა. ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით აღძრა.

ასევე დაგაინტერესებთ