კამერონი: რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ბრიტანული იარაღის გამოყენება უკრაინელების უფლებაა

დიდი ბრიტანეთი ს ყოველწლიურად დაეხმარება 3 მილიარდი გირვანქა სტერლინგით. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს პირობა უკრაინელებს მისცა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა, რომელიც 2 მაისს კიევში იმყოფებოდა.
სააგენტოსთან ინტერვიუში კამერონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თუმცა, ისიც თქვა, რომ იარაღის მიწოდების თვალსაზრისით უკვე გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. რაც შეეხება უკრაინის მიერ დიდი ბრიტანეთისგან მიღებული იარაღის გამოყენებას ს ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, კამერონის თქმით, უკრაინელებს ეს უფლება აქვთ და გადაწყვეტილება მათი მისაღებია.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 მაისს, კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. კამერონმა გამოაცხადა, რომ ლონდონისგან მიიღებს იარაღის და საბრძოლო მასალების ახალ პარტიას, მათ შორის მაღალი სიზუსტის საავიაციო ბომბებს და საზენიტო რაკეტებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ვერანაირად ვერ გახდა ქართველი, აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, სული და ხასიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ამ ქვეყნის შვილი

შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე – ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს