კამერონი აშშ-ში: უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა პუტინისთვის საშობაო საჩუქარი იქნება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი ოფიციალური ვიზიტით -ში იმყოფება, სადაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად პრესკონფერფენცია გამართა. პრესკონფერენციაზე დევიდ კამერონმა თქვა, რომ აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეჩერება პუტინისთვის და სი ძინფინგისთვის ნამდვილი საშობაო საჩუქარი იქნება.
6 დეკემბერს აშშ-ს სენატმა არ დააკმაყოფილა პრეზიდენტ ს მოთხოვნა, უკრაინის დასახმარებლად დამატებით დაფინანსების გამოყოფაზე. ამის მიზედად რესპუბლიკელი სენატორები შიდა პოლიტიკურ საკითხზე, კერძოდ სამხრეთ საზღვრების კონტროლის პოლიტიკაზე, შეუთანხმებლობას ასახელებენ.
“ჩვენ უნდა გადავცეთ ეს ფული უკრაინელებს. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ და დავრწმუნდეთ, რომ ვინმე თუ წააგებს, ეს პუტინი იქნება. თუ ს ფული არ გადაეცემა, დედამიწაზე ორი ადამიანი იქნება, ვისაც ეს გაუხარდება, ერთი პუტინი, ხოლო მეორე სი ძინფინგი პეკინში. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ ვაპირებ, რომელიმე ამ ადამიანს საშობაო საჩუქარი გავუკეთო” – თქვა დევიდ კამერონმა.