კამერონის თქმით, ისრაელზე თავდასხმა ირანისთვის ორმაგი მარცხი იყო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს თქმით, 13-14 აპრილის ღამეს ისრაელზე თავდასხმა ირანისთვის ორმაგი დამარცხება იყო. ამაზე კამერონმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
“რაც ირანმა ჩაიდინა ძალიან საშიში ქმედებაა ისედაც ძალიან საშიშ სამყაროში” – თქვა დევიდ კამერონმა.
კამერონის თქმით, ირანიდან სკენ გასროლილი რაკეტების და დრონების რაოდენობა ცხადს ხდის, რომ თავდასხმა ძალიან მასშტაბური იყო, თუმცა საბედნიეროდ, ეს ყველაფერი მარცხი იყო ს თავდაცვის სიმამაცის წყალობით. ს აზრით, ირანმა ორმაგი მარცხი განიცადა თავდასხმის სრული წარუმატებლობით და ასევე იმით, რომ ამ თავდასხმის განხორციელებამ ცხადი გახადა ირანის ნამდვილი ბუნება.