დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა თქვა, რომ შესაძლებელია ისრაელი-ჰამასის ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა ცნოს. კამერონმა ამის შესახებ ლიბანში ვიზიტისას AP-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, არანაირი აღიარება არ მოხდება იქამდე, სანამ ღაზაში ჰამასი იქნება, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგების მიღწევამდე.
კამერონმა ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ პალესტინის აღიარება, მათ შორის გაეროში, არ იქნება პროცესების დასაწყისი, თუმცა არაა აუცილებელი ყველაზე ბოლო ნაბიჯი იყოს.
“ჩვენ გვჭირდება, რომ პალესტინელ ხალხს უკეთესი მომავლის ჰორიზონტი მივცეთ, მომავალი, რაც საკუთარი სახელმწიფოს ქონას გულისხმობს” – თქვა დევიდ კამერონმა.
მისი თქმით, ეს პერსპექტივა აუცილებელია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოების მისაღწევად. Axios-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე განიხილავს პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობას და ამ ინიციატივის ავტორი ენტონი ბლინკენია.