“კამერების შეტანა აკრძალეს, ფოიეშიც ვერაფერს ვიღებთ… არის ეჭვი, ლელა ჭანიამ გასცა ბრძანება” – ნოდარ მელაძე

შენობაში კამერების შეტანა აკრძალეს. ფოიეშიც ვერაფერს ვიღებთ, პრესამსახური არ პასუხობს მედიას. რას ეყრდნობა ბრძანება კამერების შენობაში აკრძალვაზე? პარლამენტიც კი, წინა დღეს აფრთხილებს მედიას წესის ცვლილებაზე. არის ეჭვი, ლელა ჭანიამ, ლევან მურუსიძის მეუღლემ გასცა ბრძანება, კამერები არ დამანახოთო და ახლა ყველა ქუჩაში დატოვეს.
ქეთი ბასილაშვილი, ან გვიპასუხე ტელეფონზე ან განმარტე რა ხდება. უკანონოდ გვიზღუდავთ სასამართლოს შენობიდან ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებას!