„კამერების მთავარი პრობლემაა, რომ მხოლოდ ჯარიმები იწერება, ქულების ჩამოწერაც უნდა ხდებოდეს“
“კამერების მთავარი პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ ჯარიმები იწერება, ქულების ჩამოწერაც უნდა ხდებოდეს,“- ამის შესახებ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ადრე ამის აღსრულება სირთულეს წარმოადგენდა, ახლა ტექნოლოგიები დაიხვეწა, შესაბამისად, მისი სისრულეში მოყვანაც გამარტივდა.
ამასთან, გელა კვაშილავა ამბობს, რომ არც დასაშვებზე 15 კმ/სთ სიჩქარით გადაჭარბება არის გამართლებული. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა მხოლოდ საქართველოშია, რაც აუცილებლად შესაცვლელია.
ვრცლად bpn.ge – ზე